ლატვია

რიგის ბარში, სადაც BBC-ის წვეულება მიმდინარეობდა, სასწავლო ხელყუმბარა შეაგდეს

ფოტო შემთხვევის ადგილიდან
Delfi

23 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე ლატვიის დედაქალაქში, ბარ Čē-ში, უცნობმა კაცმა სასწავლო ხელყუმბარა შეაგდო. აფეთქებით არავინ დაშავებულა.

ბარში იმ მომენტში მხოლოდ BBC-ის რუსული სამსახურის თანამშრომლები იყვნენ დარჩენილები, რომელთაც ცოტა ხნით ადრე სამსახურეობრივი, ღია წვეულება ჰქონდათ.

"რამდენიმე კაცი გაეკიდა, მისი დაჭერა უნდოდათ, მაგრამ გასასვლელთან მანქანა ელოდებოდა, რომელშიც სწრაფად ჩაჯდა და გაუჩინარდა". – ამბობს ერთ-ერთი ჟურნალისტი.

24 დეკემბერს ლატვიის პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აზრით ინციდენტი არ უკავშირდება ჟურნალისტურ საქმიანობას და სავარაუდო დამნაშავეებს პირადი უთანხმოება ჰქონდათ ბარში მყოფ პირთან ან პირთა ჯგუფთან. საქმე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით არის აღძრული.

კომენტარები