ლატვია

ლატვიაში პოლიცია მანქანებზე წარწერისთვის "მე ვარ რუსი" მძღოლებს დააჯარიმებს

Эхо Кавказа

ლატვიაში ადმინისტრაციული სასჯელი იქნება გათვალისწინებული მათ მიმართ, ვინც საკუთარ მანქანებზე წარწერას "მე ვარ რუსი" განათავსებენ. 

ლატვიის პოლიციის განცხადებით, მსგავსი წარწერები, შესაძლოა, "უკრაინაში აგრესორი სახელმწიფოს მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების პროპაგანდად" ჩაითვალოს.

"ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარების და უკრაინაში რუსეთის ომის გათვალისწინებით, სამხედრო აგრესიის ნებისმიერი სახის ქება-დიდება დაუშვებელია". - ნათქვამია ლატვიის პოლიციის სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ამავე ინფორმაციით, მსგავსი შინაარსის წარწერების მანქანებზე აღმოჩენის შემთხვევაში, სამართალდამცავები მათ დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვენ, ხოლო კანონდარღვევის შემთხვევაში, "პროვოკაციული წარწერების" გამოქვეყნებისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან.

აქამდე, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ესტონელი პოლიციელები მძღოლს წარწერის "მე ვარ რუსი" მანქანიდან მოხსნას სთხოვდნენ. ამასთან, თვითმხილველების თქმით, უარის შემთხვევაში, პოლიცია მანქანებს საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის უფლებამოსილებას იტოვებდა. 

გარდა ამისა, ესტონეთმა, ლიტვამ, ფინეთმა და პოლონეთმა უკვე დააწესეს აკრძალვა რუსული სანომრე ნიშნებით მანქანების ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით. ნორვეგიის მთავრობა კი, მსგავსი შეზღუდვების ქვეყნის მასშტაბით შემოღებას გეგმავს.  

კომენტარები