Sia

SIA ამბობს, რომ აუტიზმის სპექტრი აქვს

BnMusic

მომღერალმა Sia-მ პოდკასტ Rob Has a Podcast-ში საკუთარი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ილაპარაკა.

"აუტიზმის სპექტრი მაქვს. რეაბილიტაციის პერიოდს გავდივარ. 45 წლის განმავლობაში ვთამაშობდი ადამიანს, ბოლო ორი წელია ეს კოსტუმი გავიხადე და მე ვარ. რთულია საკუთარ თავზე საუბარი, თავდაპირველად ბევრი არ გისმენს ან დაგცინის, რის გამოც ცხოვრება სირცხვილის გრძნობით მიწევდა. ახლა თავისუფლად შემიძლია ამაზე ლაპარაკი". – ამბობს მომღერალი.

Sia ავსტრალიელი მომღერალი და კომპოზიტორია. კარიერა 90-იან წლებში, როგორც ჯაზ შემსრულებელმა დაიწყო. მისი პირველი ფსევდონიმი Adelaide იყო. პირველი ალბომი 1997 წელს გამოუშვა, თუმცა საერთაშორისო აღიარება გაცილებით გვიან 2013 წელს მიიღო. Sia-ს მთავარ ჰიტებს შორის არის Unstoppable, Snowman, Chandelier, Cheap Thrills.

კომენტარები