საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

როსავიაციამ საქართველოს მიმართულებით 284 ფრენის შესრულების ნებართვა გასცა – Эхо Кавказа

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) რუსეთსა და საქართველოს შორის კვირაში 284 ფრენის შესრულების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული გამოცემა ავრცელებს. დოკუმენტი რუსეთის დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ამასთან სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ახალი ფრენების ნებართვა ჯერ არ გაუცია.

მედიის ცნობით, ნებართვების უმეტესობა დეპარტამენტმა ავიაკომპანია Red Wings-ისთვის გასცა, რომელსაც სურს ფრენები შესასრულოს შემდეგ მიმართულებებზე:

  • ვლადიკავკაზიდან ბათუმსა და თბილისში (კვირაში შვიდი რეისი);
  • ეკატერინბურგიდან ბათუმსა და ქუთაისში (თითო შვიდი რეისი);
  • ჟუკოვსკიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);
  • ყაზანიდან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);
  • კრასნოდარიდან თბილისამდე (დოკუმენტში მითითებულია სიხშირის 3-დან შვიდ რეისამდე ზრდის შესახებ), ბათუმი და ქუთაისი (შვიდ-შვიდი რეისი);
  • მახაჩკალიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);
  • "მინვოდიდან" ბათუმსა და თბილისში (შვიდ-შვიდი რეისი);
  • მოსკოვიდან ბათუმსა და ქუთაისში (დოკუმენტში მითითებულია სიხშირის 3-დან შვიდ რეისამდე ზრდის შესახებ);
  • ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (შვიდ-შვიდი რეისი);
  • პერმიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);
  • დონის როსტოვიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (შვიდ-შვიდი რეისი);
  • სამარადან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);
  • სოჭიდან თბილისამდე (სიხშირე გაიზარდა სამიდან შვიდ რეისამდე), ბათუმი და ქუთაისი (შვიდ-შვიდი რეისი);
  • ტიუმენიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);
  • უფადან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);
  • ჩელიაბინსკიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (შვიდ-შვიდი რეისი);

გამოცემა წერს, რომ გარდა ამისა, ავიაკომპანიებს Россия-ს (სოჭი-თბილისი, კვირაში შვიდი რეისი) და Ямал-ს (ტიუმენ-თბილისი და ტიუმენ-ბათუმი, თითო-თითო რეისი) შეეძლებათ საქართველოში ფრენების დაიწყონ, თუმცა ავიაკომპანიებს რუსეთის დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ .


2022 წელს, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს სანქციები დაუწესა რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში აგრესიის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვებს არღვევდა. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

რუსეთთან ფრენების განახლებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ქვეყანას უარი ეთქვა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. მთავრობა კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება "რუსეთში მცხოვრებ მილიონობით ქართველს" არგებდა. რეისების განახლებას მწვავე შეფასებები მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგანაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

კომენტარები