საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

კინზინგერი კობახიძეს: რამდენს გიხდიან, რომ რუსეთის დასაცავად სული გაყიდო?

რუსეთმა შენი ხალხი დახოცა და შენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. რამდენს გიხდიან, რომ შენი სული მათ მიყიდო? თმა შეიჭერი და შენს სულში ჩაიხედე. დახმარება გჭირდება.

წერს აშშ-ს ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი Twitter-ზე. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ბათუმში გამართულ აქციაზე საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმას, რასაც დეგნანი ამბობს, ქართველები არ იზიარებენ - "ისინი არ ეთანხმებიან, რომ ქვეყანაში არცერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს". 

კომენტარები