კლიმატის ცვლილება

სამხრეთ ევროპის ცხელმა ჰაერმა იტალია "პიცის გიგანტურ ღუმელად აქცია" – კლიმატის ექსპერტი

CNN

სამხრეთ ევროპაში ბოლო დღეებია უკიდურესად მაღალი ტემპერატურაა. დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული სამეცნიერო მედია ცენტრის მიერ შედგენილი მეცნიერთა განცხადებების მიხედვით, იტალია და მისი მიმდებარე ქვეყნები "პიცის გიგანტურ ღუმელად" გადაიქცა.

"ცხელი ჰაერი, რომელიც აფრიკიდან შემოვიდა, მაღალი წნევის პირობებში ადგილზე რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცხე თბილ ზღვაში, ხმელეთსა და ჰაერში იზრდება." - თქვა კლიმატოლოგმა და რედინგის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰანა კლოკმა.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გლობალური ცვლილებების მეცნიერების ხელმძღვანელმა, საიმონ ლუისმა თქვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

"გლობალურად მიმდინარე პოლიტიკით, 2100 წლისთვის 2,7 გრადუსით დათბება. ეს მართლაც შემზარავია. როგორც მეცნიერები გასულ წელს შეთანხმდნენ: აღარ რჩება შესაძლებლობა, რომ ცოცხალი და მდგრადი მომავალი უზრუნველვყოთ." - თქვა ლუისმა.

მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ მომავალ კვირას ტემპერატურამ, შესაძლოა, გადააჭარბოს ევროპის ამჟამინდელ რეკორდს -  48,8 გრადუს ცელსიუსს, რომელიც სიცილიაში 2021 წლის აგვისტოში დაფიქსირდა.

კომენტარები