კლიმატის ცვლილება

6 ახალგაზრდა 32 ევროპულ ქვეყანას კლიმატის წინააღმდეგ არაეფექტიანი პოლიტიკის გამო უჩივის

 Jean-Francois Badias/dpa/picture alliance

6 ახალგაზრდა პორტუგალიიდან 32 ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ არაეფექტიანი პოლიტიკის გამო სასამართლოში ჩივილს აპირებს. მათი თქმით, კლიმატის ცვლილების პრობლემაზე სწრაფი რეაგირების ნაკლებობა ადამიანის უფლებების დარღვევაა. 

პორტუგალიელმა 11-დან 24 წლამდე ახალგაზრდებმა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს. მოსარჩელეთა მტკიცებით, მათ უსამართლოდ უწევთ ცხოვრება კლიმატში, რომელიც უფრო და უფრო ცხელი ხდება. 

რამდენიმე მოსარჩელე ამტკიცებს, რომ 2017 წლის პორტუგალიის დიდი ხანძრების შემდეგ, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და ქრონიკული დაავადებები გაუჩნდათ. 

"ევროპული სახელმწიფოები ვერ ახერხებენ ჩვენს დაცვას. ჩვენ კლიმატის ცვლილების პრობლემის წინა ხაზზე ვართ, [პორტუგალიაში] ხანდახან თებერვალში 30 გრადუსი ცელსიუსია, თბური ტალღები უფრო და უფრო სერიოზული ხდება" - თქვა 15 წლის ანდრე ოლივიერმა. 

კომენტარები