რუსეთ-უკრაინა

რუსული მხარის მტკიცებით, მოსკოვის ოლქზე უკრაინის შეტევისას ორი დრონი ჩამოაგდეს

GLEB GARANICH, GLEB GARANICH 

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ორი საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

სობიანინის თქმით, რუსეთის საჰაერო ძალებმა 9 აგვისტოს ერთი დრონი დედაქალაქის სამხრეთით, დომოდედოვოს რაიონში, ხოლო მეორე დასავლეთით, მინსკის გზატკეცილზე ჩამოაგდეს.

"აღმოვაჩინეთ ორი საბრძოლო დრონის ქალაქში შეჭრის მცდელობა. საჰაერო თავდაცვამ ორივე მათგანი ჩამოაგდო" - წერს სობიანინი Telegram-ზე. პოსტში თავდამსხმელის ვინაობა გამოკვეთილი არ არის.

დრონების თავდასხმის შესახებ ცნობებს ასევე რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და თავდასხმაში ბრალს უკრაინას დებს.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები