აღმოსავლეთ აზია

სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და აშშ-მ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნები ჩაატარეს

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სამხრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუსთან მახლობლად სამხედრო საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. წრთვნის მიზანი ჩრდილოეთ კორეის აგრესიული ქმედებების ფონზე მომდინარე საშიშროები სწრაფად დადგენის, მიდევნებისა და ინფორმაციის ერთმანეთში გაზიარების გაძლიერებაა. 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამი ქვეყნის ლიდერებს "დაჯგუფების უფროსები" უწოდა და აგვისტოს დასაწყისში, როდესაც პირველად მოხდა აღნიშნული წვრთნების დაანონსება, კიმ ჩენ ინმა მათ სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ბირთვული ომის საფრთხის შექმნაში დასდო ბრალი.

ამავდროულად, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის საზღვაო ძალები ქვეყნის ბირთვული შეკავების ერთ-ერთი კომპონენტი გახდება და მისი თქმით, საზღვაო ძალები მზად უნდა იყვნენ, რომ "მტერში ომის სურვილი ჩაახშოს". 

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა გეგმავს წყალქვეშა გემებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას, რომლებიც ბირთვული იარაღით იქნებიან დატვირთული. 

სამხედრო წვრთნებს წინ უძღვოდა 18 აგვისტოს მერილენდში, კემპ დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ისტორიული სამიტი.

სამიტის მთავარი განხილვის თემა იყო აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის პროვოკაციებისა და ჩრდილოეთ კორეის ატომური საფრთხის წინააღმდეგ მხარეებს შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება.

კომენტარები