პაკისტანი-თალიბანი

ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარი ორმხრივი ცეცხლის გამო დაიკეტა

Reuters 

6 სექტემბერს ავღანეთისა და პაკისტანის მთავარი საზღვარი ორმხრივად გახსნილი ცეცხლის გამო დაიკეტა. საზღვრის დაკეტვის შესახებ ინფორმაცია პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა. 

საზღვრისპირა ტერიტორიებზე მცხოვრებმა ხალხმა დაადასტურა, რომ წერტილოვანი თავდასხმები ორივე მხრიდან ხორციელდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებები თალიბანისა და პაკისტანის უსაფრთხოების ძალებს შორის მიმდინარეობს, თუმცა თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

პაკისტანსა და ავღანეთს 2 600 კილომეტრის სიგრძის სახმელეთო საზღვარი აკავშირებთ. 

თორხამის სასაზღვრო პუნქტი ავღანეთსა და პაკისტანს შორის მთავარი სატრანზიტო კვანძია. ორმხრივი ცეცხლი სწორედ თორხამის პროვინციაში გაიხსნა. 

კომენტარები