ევროკომისია

ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი გეოპოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 7 მარტს ბრიუსელში
Kenzo Tribouillard/AFP

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი თანდათან გეოპოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა. ფონ დერ ლეიენმა გაამახვილა ევროკავშირის მიერ უკრაინის სტაბილურ მხარდაჭერაზე და ჩინეთის, როგორც გლობალური გამოწვევის დაბალანსებაზე. მისი თქმით, ბოლო წლების პოლიტიკამ ევროკავშირი უფრო მეტად აქცია, ვიდრე ეს ეკონომიკური გაერთიანებაა. 

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე თქვა, რომ უკრაინამ თვალშისაცემი პროგრესი განიცადა მრავალი მიმართულებით, რის გამოც მინიჭებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სამართლიანია.

2024 წელს ევროკავშირის არჩევნებია, სადაც შესაძლოა ევროპული კომისიის ახალი პრეზიდენტი აირჩიონ. თითქმის ერთ საათიანი გამოსვლის მიუხედავად, ურსულა ფონ დერ ლაიენს არ უთქვამს, აპირებს თუ არა ევროპული კომისიის პრეზიდენტობის თანამდებობისთვის ბრძოლას. 

კომენტარები