პედოფილია

კაცი, რომელსაც არასრულწლოვანების გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, დააკავეს

კაცი, რომელსაც არასრულწლოვანების გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია საფარიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18 და 19 წლის გოგონები 60 წლის მამაკაცს გაუპატიურებაში, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, მუქარასა და პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო-ვიდეომასალის უკანონო მოპოვებაში, შენახვასა და გავრცელებაში ადანაშაულებდნენ. ამასთან, საფარი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ, სავარაუდოდ, იგივე პირი სხვა არასრულწლოვანების მიმართაც ჩადიოდა მძიმე დანაშაულს. Მათგან ორი არასამთავრობო ორგანიზაციას იდენტიფიცირებული ჰყვადა.

საფარის ინფორმაციით, 29 სექტემბერამდე 60 წლის მამაკაცზე მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოიცა და მოძალადეზე დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როგორც გოგონები ჰყვებიან, საუბარია 10-ზე მეტ მსხვერპლზე, მათ შორის, არასრულწლოვანებზე, რომელთაც კაცი სოციალური ქსელის საშუალებით უკავშირდებოდა, მათ ნდობას მოიპოვებდა, შემდეგ კი მათზე ძალადობდა და ემუქრებოდა.

კომენტარები