პედოფილია

"დასაჯე პედოფილი" – პარლამენტთან 19:00-ზე სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით კამპანია იწყება

ევროპული საქართველოს წევრის, ნინო ორდენიძის ორგანიზებით, კამპანია - დასაჯე პედოფილი იწყება და დღეს, 10 ივლისს 19:00 საათზე კანონის გამკაცრების მოთხოვნით პარლამენტთან იკრიბებიან

აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და საპროცესო შეთანხმება და შეიქმნას დანაშაულის ჩამდენთა საჯარო რეესტრი. 

"ზოგადად საშინელი სტატისტიკა გვაქვს ჩვენ პედოფილიის ფაქტებთან და არასრულწლოვანებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბოლო შემთხვევები ბათუმში პირობითი მსჯავრით გათავისუფლება, ასევე იძალადეს შშმ ბავშვზე, რომელიც დაორსულდა. ვითხოვთ კანონის გამკაცრებას - 2019 წელს უკვე მოხდა ამ კანონის ინიციირება.
ვითხოვთ გაუქმდეს პირობითი მსჯავრი, საპროცესო შეთანხმება და სასჯელის მოხდის შემდეგ მოხდეს დამნაშავეთა საჯარო რეესტრში რეგისტრირება. თუ რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული, საშინელი სტატისტიკა გვაქვს". - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ნინო ორდენიძე.

შესაძლო სექსუალური ძალადობა შშმ პირებზე – მუქარის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

ბოლო თვეებში არასრულწლოვანთა ძალადობაზე ზუსტი სტატისტიკა ხელმისაწვდომი არაა. ბათუმში 15 ივნის არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ერთი პირი დააკავეს. მიმდინარე წლის აპრილში კახეთის ორ სხვადასხვა სოფელში 14 და 15 წლის გოგოები გააუპატიურეს. პოლიციამ მომხდარზე 15 წლის გოგოს მამა და 14 წლის გოგოს მამინაცვალი დააკავა.  

კომენტარები