ამინდი

როგორი ამინდი იქნება 4 ნოემბრამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ნოემბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 2-3 ნოემბერს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი.

თბილისში 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი მოსალოდნელი. 3 ნოემბერს დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება. 

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1-2 ნოემბერს  უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 3 ნოემბერს, შესაძლოა, იყოს მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს +25, +27 გრადუსი, ხოლო 3 ნოემბერს დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 1-2 ნოემბერს შენარჩუნდება უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს +26, +28 გრადუსი იქნება, ხოლო 3 ნოემბერს დღისით +21, +23 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს +25, +27 გრადუსი, ხოლო 3 ნოემბერს დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 1 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 2-3 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 1 ნოემბერს +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2-3 ნოემბერს დღისით +14, +16 გრადუსი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსია. 3 ნოემბერს დღის ბოლოს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსია მოსალოდნელი. 3 ნოემბერს დღის ბოლოს კი შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი. 3 ნოემბერს დღის ბოლოს კი, შესაძლოა, მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. 3 ნოემბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით გუდაურში და ომალოში +9 +11 , ხოლო წალკაში, ბაკურიანში და ახალქალაქში +14, +16 გრადუსი იქნება.

კომენტარები