ამინდი

6 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი

Facebook post/საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან 7 დეკემბრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა. ასევე, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.

სააგენტოს ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები