ამინდი

როგორი ამინდი იქნება ფინალური მატჩის დღეს თბილისში – პროგნოზი

ეროვნული ნაკრები  

26 მარტს, ერთა ლიგის ფინალური მატჩის დღეს, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდებიან, სხვადასხვა პროგნოზის მიხედვით, თბილისში ტემპერატურა დღის განმავლობაში 10°C ს მიაღწევს, მოსალოდნელია ღრუბლიანობა, წვიმა და მსუბუქი ქარი. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, საღამოს საათებში წვიმა მოსალოდნელი არ არის. ტემპერატურა 5°C მდე დაეცემა, მსუბუქი ქარი დარჩება და ღრუბელი 51%-მდე გაიფანტება. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 


საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთს შეხვდება. მატჩი 26 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება.

ნახევარფინალში საბერძნეთმა ყაზახეთი 5:0 დაამარცხა. იქამდე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრებთან თამაშში 2:0 გაიმარჯვა.

კომენტარები