ამინდი

როგორი ამინდი იქნება 30 ოქტომბრამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27-29 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი იქნება, შესაძლოა, მცირე წვიმა მხოლოდ ცალკეულ რეგიონში. 

თბილისში 27-29 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო):  ვარაუდობენ მცირე წვიმას. ჰაერის ტემპერატურა დღისით იქნება +17, +19 გრადუსი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურას დღისით +24, +26 გრადუსს პროგნოზირებენ.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მცირე წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთის მთიან რეგიონებშიც. ჰაერის ტემპერატურას დღისით +22, +24 გრადუსს პროგნოზირებენ. 

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. 

კომენტარები