ისრაელი-რუსეთი

რუსეთში ისრაელის ელჩს "მიუღებელი კომენტარების" გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ

რუსეთში ისრაელის ელჩს "მიუღებელი კომენტარების" გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

სამინისტროს მტკიცებით, სიმონ ჰალპერინმა Kommersant-ისთვის მიცემულ ინტერვიუში არასწორად წარმოაჩინა რუსეთის საგარეო პოლიტიკა. ჰალპერინი ელჩის თანამდებობაზე დეკემბერში დაინიშნა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მისი საქმიანობის დასაწყისი " საოცრად წარუმატებლად" შეაფასა. 

ინტერვიუში ისრაელის ელჩმა გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჰოლოკოსტის მნიშვნელობის დაკნინებისთვის და აღნიშნა, რომ რუსეთი ზედმეტად მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებს ჰამასთან. 

კომენტარები