დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის არმიაში წვერის ტარების აკრძალვა გააუქმეს

 Ben Birchall/PA Archive/Press Association Ima

დიდი ბრიტანეთის არმიამ ჯარისკაცებისთვისა და ოფიცრებისთვის წვერის ტარების აკრძალვა გააუქმა, რომელიც უკვე 100 წელზე მეტი ხანია, რაც მოქმედებს. ამის შესახებ POLITICO მათთვის ხელმისაწვდომ განცხადებაზე დაყრდნობით წერს

სერჟანტ-მაიორ პოლ კარნის თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას მეფე ჩარლზ III-ის, ბრიტანელი პოლიტიკოსებისა და გაერთიანებული სამეფოს მოკავშირეების თვალსაზრისიც გაითვალისწინეს.

"აბსოლუტური უმრავლესობა იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ არმიამ თავისი პოლიტიკა უნდა შეცვალოს და ჯარისკაცებს წვერის ტარების ნება დართოს. ვისმინეთ და ვიმოქმედეთ". - თქვა კარნიმ. 

კარნიმ აღნიშნა, რომ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს წვერის ტარების უფლება ექნებათ, მაგრამ კონკრეტული წესები უნდა გაითვალისწინონ და პროფესიონალურად უნდა გამოიყურებოდნენ. გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში ოპერაციული სიტუაციის საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება წვერის გაპარსვა საჭირო გახდეს.

ამ ცვლილებით ბრიტანეთი დანიას, გერმანიასა და ბელგიას უერთდება, რომელთა არმიებიც თავიანთ ჯარისკაცებს უკვე რთავს ნებას, წვერი ატარონ.

კომენტარები