ესპანეთი

სანჩესი: ესპანეთი პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოს ივლისამდე აღიარებს

John Thys/AFP

ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ესპანეთი პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოს ამ წლის ივლისამდე აღიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს.

სანჩესი ამჟამად ახლო აღმოსავლეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და ის იორდანიას, საუდის არაბეთს და კატარს ეწვევა. პედრო სანჩესის თქმით, ის ასევე ეცდება დაარწმუნოს ზოგიერთი არაბული სახელმწიფო, რომელთაც ისრაელის სახელმწიფო არ უღიარებიათ, ცნონ პალესტინის სახელმწიფო. 

ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ესპანეთი, ირლანდია, სლოვენია და მალტა მზად არიან პალესტინის სახელმწიფო აღიარონ "როცა გარემოებები შესაბამისი იქნება". El Pais-ის ინფორმაციით, სანჩესი იმედოვნებს, რომ მათ ამ ნაბიჯს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებიც გაიმეორებენ.

კომენტარები