ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ბუჩამდე იყო აფხაზეთი – 25 აპრილს ფილმის ჩვენება ვაშინგტონში, AEI-ში გაიმართება

25 აპრილს ვაშინგტონში, American Enterprise Institute-ში დოკუმენტური ფილმის - ბუჩამდე იყო აფხაზეთი - ჩვენება გაიმართება.

ფილმის ჩვენებამდე მოეწყობა დისკუსია, რომელშიც Middle East Institute-ისა და American Enterprise Institute-ის წარმომადგენლებთან ერთად ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიღებს მონაწილეობას.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში თავისი მასშტაბებით გამოირჩევა, ეს იყო რუსული რევიზიონიზმის გაცილებით გრძელი სქემის კულმინაცია - უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. საქართველო, რომელიც ამჟამად განიცდის პოლიტიკურ ტურბულენტობას და ყოყმანობს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, იყო ვლადიმერ პუტინის რეჟიმის პირველ სამიზნეებს შორის 2008 წლის ზაფხულში, როდესაც კრემლმა გამოიყენა იგივე შემზარავი სცენარი, რომელიც მოგვიანებით უკრაინაში.

გთხოვთ, შემოუერთდეთ აღმოსავლეთის ფრონტის წამყვანებს სპეციალურ საუბარში გიგა ბოკერიასთან, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანთან და პროევროპული, პროდასავლური ოპოზიციის ამჟამინდელ ლიდერთან. მათი დისკუსიის შემდეგ ჩვენ ვაჩვენებთ ახალ დოკუმენტურ ფილმს - ბუჩამდე იყო აფხაზეთი, რომელიც საქართველოში რუსეთის ომის დანაშაულებს ასახავს". - ვკითხულობთ ღონისძიების ანონსში.

ვაშინგტონში დაგეგმილ ჩვენებას Facebook-ზე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

"ჯერჯერობით მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ვენერა მეშველიანს, ნუცა გოდაბრელიძეს, ლიანა მიქაიას და მთლიანად, ქართველი მივიწყებული მსხვერპლის ისტორიებს რუსეთის მიერ ჩადენილ საზარელ, გენოციდურ დანაშაულებზე 25 აპრილს ვაშინგტონში, American Enterprise Institute-ში მოისმენენ.

ბუჩამდე იყო აფხაზეთი!

AEI-ში ჩვენება მხოლოდ ნაწილია იმის რასაც ვაშინგტონში ვგეგმავთ". - წერს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები