ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის საკუთარ გეგმას სთავაზობს

ჰამასის წევრები ისრაელთან 2014 წლის ომის დაწყების დღეს აღნიშნავენ, 2023 წლის ივლისი.  
MAJDI FATHI/NURPHOTO/ZUMA PRESS

ჰამასმა ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი გეგმა შესთავაზა, რომელიც ცეცხლის 6 კვირით შეწყვეტას მოიცავს. შეთავაზების მიხედვით, ჰამასი მძევლებს მხოლოდ ამ ექვსკვირიანი პაუზის შემდეგ გაათავისუფლებს. ამ გეგმის მიხედვით, თითოეული მძევალი უნდა გაიცვალოს 30-50 პალესტინელში, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებიან.

7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, დღეისთვის პალესტინური რადიკალური ჯგუფების ხელშე 129 მძევალი რჩება.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი გეგმა მას შემდეგ გაუგზავნა, რაც გასულ ღამეს არ დაეთანხმნენ ვერსიას, რომელსაც მხარეებს აშშ სთავაზობდა.

ჰამასელები ირწმუნებიან, რომ 6 კვირის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას მძევლების მოსაძებნად გამოიყენებენ. შეთავაზების მიხედვით, ისრაელმა ამ დროის განმავლობაში ღაზაში ყველანაირი საბრძოლო მოქმედება უნდა შეწყვიტოს, დატოვოს ურბანული ზონები და პალესტინელებს ჩრდილოეთში დაბრუნების საშუალება მისცეს. ამავე გეგმით ჰამასი ისრაელისგან ითხოვს, რომ ყოველი უბრალო მოქალაქე მძევლის სანაცვლოდ გაათავისუფლონ 30 პალესტინელი პატიმარი, ხოლო სამხედრო მძევლის სანაცვლოდ – 50.

ისრაელს წარსულში ჰამასის მსგავს შემოთავაზებებზე უარი უკვე უთქვამს. იერუსალიმი მსგავს გეგმებში უკმაყოფილოა გასაცვლელი პალესტინელი პატიმრების რაოდენობით.

 

კომენტარები