აფხაზეთი

მოქალაქე უარყოფს ინფორმაციას, რომ ივანიშვილი აფხაზეთში უძრავ ქონებას შეისყიდის

ბიძინა ივანიშვილი
საზოგადოება 2030

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი სპეციალურად დაარსებული ფონდის მეშვეობით აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავ ქონებას შეისყიდის, ორგანიზაცია მოქალაქე არ ადასტურებს.

"ამ დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, აფხაზურ წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწისა და სხვა სახის უძრავი ქონების შესყიდვა და ამისათვის მან სპეციალური ფონდიც კი შექმნა. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და, შესაბამისად, ასეთი ფონდიც არ არსებობს", - აცხადებს მოქალაქე. 
 
როგორც აფხაზეთის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა თემურ აჩუგბამ თქვა, ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ფონდი და მზადყოფნა გამოთქვა აფხაზეთში უძრავი ქონების შესასყიდად მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციისთვის. ამასთან, აფხაზეთის სახალხო კრების დეპუტატმა სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ "არ გამორიცხავს ამას", თუმცა, არ ესმის, რომელი ქართველი იყიდის უძრავ ქონებას აფხაზეთში. მისი შეფასებით, "ეს არარეალური პროგრამაა".

კომენტარები