მიწისძვრა ავღანეთში

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

BBC Afghan
BBC Afghan

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. როგორც ცნობილია, ბიძგები პაკისტანსა და ჩრდილოეთ ინდოეთშიც დაფიქსირდა. პაკისტანში დაღუპულების ოდენობა 51-ს აღწევს, ავღანეთში 19-ს.

ავღანეთში დაღუპულთაგან 12 მოსწავლეა, რადგან მიწისძვრამ ქალთა სასწავლებელი დაანგრია. 25 მოსწავლე დაშავებულია.

მიწისძვრის ეპიცენტრი მთიან ჰინდუკუშის რეგიონში დაფიქსირდა და სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

სამივე ქვეყნის დედაქალაქში არსებული შენობებიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.

კომენტარები