საქართველოს პარლამენტი

თოფაძე: ბოდიში მე კი არა, პრეზიდენტმა უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადებით, ბოდიში მას კი არა, საქართველოს პრეზიდენტს აქვს მოსახდელი. ამის შესახებ თოფაძემ ჟურნალისტებს ქუთაისში, პარლამენტის შენობის ლიფტში უთხრა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ჟურნალისტებს თავისი კაბინეტი დაატოვებინა.

"ჩაწერაზე არავისთან არ მოვდივარ, პირდაპირ ეთერში მზად ვარ, რომ განვმარტო ჩემი პოზიცია", - აღნიშნა გოგი თოფაძემ.

კითხვაზე, "ბოდიშის მოხდას არ აპირებთ?", თოფაძე პასუხობს, რომ "ბოდიში იმან უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე".

კითხვაზე, სად თქვა პრეზიდენტმა ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელი ფრაზა, გოგი თოფაძემ თქვა, რომ "მობრძანდით ჩემთან და გაჩვენებთ. ერთ-ერთი მოდით".

მოგვიანებით კი, ჩანს დეპუტატის სამუშაო კაბინეტი, რომელსაც თოფაძე ჟურნალისტებს ატოვებინებს.

"გადით, გადით აქედან, ნუ მიშლით ხელს მუშაობაში, ვიჭიდაოთ? მიბრძანდით აქედან. რუსთავი ორს საერთოდ არ ველაპარაკები. გაბრძანდით აქედან, მალე, მალე, მერე ვილაპარაკოთ", - მიმართავს თოფაძე მედიის წარმომადგენლებს.

ცნობისთვის, პრეზიდენტის გუშინდელი მოხსენების შემდეგ, დეპუტატმა გოგი თოფაძემ გიორგი მარგველაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ "თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ". 

დღეს, 14:00 საათზე თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის გუშინდელ განცხადებას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორები დეპუტატის ნათქვამს "დისკრიმინაციად" აფასებენ.

კომენტარები