22 მაისის შუალედური არჩევნები

"ოცნება" კორცხელში არჩევნების შედეგებს "სტრესული გარემოს" მიზეზით ასაჩივრებს

ქართული ოცნების კანდიდატი ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს. ამირან ლაგვილავა "საარჩევნო უბნებზე შექმნილი სტრესული ვითარების" გამო, ბიულეტენების ხელახლა დათვლას და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვას ითხოვს. შესაბამისი განცხადება ქართული ოცნების კანდიდატის წარმომადგენლებმა საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციაში უკვე შეიტანეს.

საჩივრის მიხედვით, "კორცხელში, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა დაძაბულ, სტრესულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რაც გამოწვეული იყო უბნის გარეთ დაპირისპირებული ჯგუფების დიდი რაოდენობით მობილიზებით. იმის გამო, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები იმყოფებოდნენ უბნის შიგნით მყოფი წარმომადგენლების და დამკვირვებლების გავლენის ქვეშ, ხმის დათვლის პროცესი ხარვეზებით წარიმართა. დაძაბულობისა და შეცდომების გამო, რამდენჯერმე გადათვალეს ბიულეტენები და 53-ე უბანზე ხელმოწერების რაოდენობა ნაკლები აღმოჩნდა ბიულეტენების რაოდენობაზე".

ზუგდიდის 67,15 საარჩევნო ოლქში, ქართული ოცნების კანდიდატმა ამირან ლაგვილავამ ხმების 48.96% დააგროვა (613 ხმა), ხოლო ენმ-ის კანდიდატმა ვარადებული ლაშხიამ - 49.76% (623 ხმა).

კომენტარები