ხვალ, 27 ოქტომბერს, ნაძალადევის და საბურთალოს რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 27 ოქტომბერს, ნაძალადევის და საბურთალოს რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასი მიზეზად ავარიის პრევენციას, ქსელის გაუმჯობესებას და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ბენდელიანის ზემო დასახლების, ლუბოვსკის, სანერგეს, ლისაშვილის, სანავარდოს, ზეკარის, სვირის, დარკვეთის, კიშინოვის, გეგუთის, ასურეთის, ბუგეულის და თოდრიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 17 საათამდე კი, ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები