ტრამპ თაუერი

Silk Road Group-მა შეჩერებული ტრამპ თაუერის პროექტის განახლება გადაწყვიტა

0 კომენტარი
ნიუ-იორკის ტრამპ თაუერი ფოტო: Getty Images

Silk Road Group-მა შეჩერებული ტრამპ თაუერის პროექტის განახლება გადაწყვიტა, ამის შესახებ კომპანიის უძრავი ქონების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მარრიმ ინტერპრესნიუსთან განაცხადა. კომპანიამ პროექტის განახლების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე გადაწყვიტა, თუმცა არჩევნების მომდევნო დღეს, ტაბულას Silk Road Group-ში უთხრეს რომ პროექტი შეჩერებული იყო.

2012 წლის 22 აპრილს, ბათუმში რეგიონში პირველი ტრამპ თაუერის პროექტის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მილიარდერი დონალდ ტრამპი დაესწრნენ. პირვანდელი პროექტის მიხედვით, 47-სართულიანი ტრამპ თაუერის მშენებლობა 2013 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო და 2014 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, პროექტის განვითარება დღემდე შეჩერებული იყო. 

47-სართულიანი ტრამპ თაუერის საინვესტიციო ღირებულება $250 მილიონია. Silk Road Group-ის უძრავი ქონების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი მარრის თქმით, პროექტის განახლების გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე დადებით ცვლილებებსა და გაუმჯობესებულ საინვესტიციო კლიმატს უკავშირდება. გიორგი მარრის თქმით, მართალია, პროექტის პრეზენტაცია წინა წელისუფლების დროს მოხდა, მაგრამ მაშინ მთავრობამ არ შეასრულა გარკვეული პირობები, რაზეც თავდაპირველად თანხმობა ჰქონდა მიცემული. 

არსებული კონცეფციის მიხედვით, ამ შენობაში განთავსებული ლუქს კლასის უძრავი ქონების მფლობელები ბათუმის ვიზიტორი განსაკუთრებით მაღალი შემოსავლის მქონე პირები იქნებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები