იტალია

იტალიის პრემიერმინისტრად საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი დანიშნეს

პაოლო ჯენტილონი
AFP

იტალიას ახალ პრემიერმინისტრად საგარეო საქმეთა მინისტრმა, 62 წლის პაოლო ჯენტილონიმ დაინიშნა. 

იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ, ჯენტილონის, რენცის გადადგომის შემდეგ, ახალი კაბინეტის ფორმირება დაავალა.

ჯენტილონი პარლამენტს ახლა მთავრობას სავარაუდოდ 14 დეკემბერს წარუდგენს.

ახალი მინისტრთა კაბინეტი 2018 წლის თებერვლამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს მატეო რენციმ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რეფერენდუმზე მის ინიცირებულ რეფორმებს მხარი არ დაუჭირეს. რენცის გეგმის მიხედვით, ცენტრალური მთავრობის გაძლიერების ხარჯზე სენატს უფლებამოსილება შეუმცირდებოდა.

კომენტარები