ქართველები სირიაში

პანკისიდან სირიაში წასული 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი გარდაიცვალა

Getty Images

პანკისიდან სირიაში წასული ახალგაზრდა, რამზან ბაღაკაშვილი გარდაიცვალა. 20 წლის ბაღაკაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. ბაღაკაშვილი სოფელ დუმასტურიდან იყო.

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, ბაღაკაშვილმა საქართველო 2015 წელს, არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად დატოვა. 

იმავე წელს შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სოფელ გომბორის მიმდებარე ტერიტორიაზე 1979 წელს დაბადებული, სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს. 

"დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა თავისი თანამზრახველების დახმარებით, სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის, ინტერნეტ საიტების და სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფების გამოყენებით გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი. 2015 წლის 2 აპრილს აღნიშნული პირები თბილისის საერთაშორისო აერპოპორტიდან თურქეთის მიმართულებით, ქალაქ სტამბოლში გაემგზავრნენ. თურქეთში მათ აიუფ ბორჩაშვილის თანამზრახველები დახვდნენ და მათი დახმარებით მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი სირიაში, "ისლამური სახელმწიფო"-ს რიგებში გადავიდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა მოახდინეს იდეოლოგიური ზემოქმედება საქართველოს სხვა მოქალაქეებზე, რომლებიც ვაჰაბიზმის მიმდევრები გახდნენ", - ნათქვამია შს სამინისტროს წინა წლის განცხადებაში.

კომენტარები