ტერორიზმი

ბერლინის პოლიცია: ვერ დავადასტურებთ, რომ დაკავებული სატვირთოს მძღოლია

AP

ბერლინის პოლიციის უფროსის, კლაუს კანდტის თქმით, მას არ შეუძლია დაადასტუროს, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი ნამდვილად მართავდა სატვირთოს.

განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, Die Welt-ი "თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე" დაყრდნობით წერდა, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი, დიდი ალბათობით, სატვირთო მანქანის მძღოლი არ არის.

თავად დაკავებულიც, რომელიც წარმოშობით პაკისტანიდან არის, მომხდართან კავშირს უარყოფს.

"რეალური თავდამსხმელი კვლავ შეიარაღებულია და მიმალვაშია. მას კვლავ შეუძლია დანაშაულის ჩადენა", - წერს წყაროზე დაყრდნობით Die Welt-ი.

გამოცემის ცნობით, პოლიცია და სპეციალური ძალები ამის შესახებ ინფორმირებულები არიან და მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ რაიმე საეჭვოს შენიშვნის შემთხვევაში პოლიციას ინფორმაცია მიაწოდონ.

 

კომენტარები