საქართველოს საპატრიარქო

მეუფე პეტრე: თუ ანდრიაძეს დანიშნავენ ტელევიზიის დირექტორად, დიდი სირცხვილი იქნება

exclusivenews.ge

ჭყონდიდის მიტროპოლიტის პეტრე ცაავას თქმით, რამდენიმე წლის მას თავად ჰქონდა სურვილი, პატრიარქს ტელევიზიის დირექტორობიდან გაეთავისუფლებინა. მისი თქმით, ეპარქიას უფრო სჭირდება. 

"მე რამდენიმე წლის წინ მქონდა თავად სურვილი, რომ ეპარქიისთვის უფრო მეტი დრო დამეთმო და უწმიდესს გავეთავისუფლებინე ტელევიზიიდან და მან ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა, დღეს ჩათვალა საჭიროდ. მადლობა ღმერთს, მიმაჩნია, რომ ეპარქიას ბევრად უფრო ვჭირდები", - ამბობს მეუფე პეტრე.

ჭყონდიდის მიტროპოლიტისთვის ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორი. მეუფე პეტრე თავის შემცვლელად გიორგი ანდრიაძის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ ეს ძალიან დიდი სირცხვილი იქნება, თუ ასე მოხდა, ეკლესიისთვის".

"მე უწმიდესს ვკითხე და ვერ გამცა პასუხი, შესაბამისად, ველოდები, როდის შემატყობინებენ, ვინ მოვა, რომ გადავაბარო. განსაცდელების გამო, არასდროს მოვერიდები ჩემს ღირსეულ მსახურებას, ჩემს სათქმელს, რაც იქნება საჭირო, ჩემი ეპარქიიდან და ამბიონიდან გავაკეთებ, ამის შეზღუდვა არ მექნება", - ამბობს მეუფე პეტრე.

შეგახსენებთ, რომ წმიდა სინოდის 9 მარტის დადგენილებით, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გაფრთხილება მიეცა და გათავისუფლდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან. სინოდის შეფასებით, მეუფე პეტრეს განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ.

გუშინვე, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს და კათოლიკოს-პატრიარქს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე მიტროპოლიტ პეტრე ცაავას დატოვება სთხოვეს.

კომენტარები