ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $9.7 მილიონი დოლარი შეისყიდა

0 კომენტარი
კობა გვენეტაძე ფოტო: ტაბულა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) აპრილში უკვე მეორე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. ბანკმა დღეს $9.75 მილიონი დოლარი შეისყიდა. ერთი კვირის წინ კი სებ-მა $10 მილიონი იყიდა.

სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვის მიუხედავად, ლარი დღეს გამყარდა, ოფიციალური კურსის მიხედვით ლარი დოლართან 0.7 თეთრით გამყარდა. ახალი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.386 გახდა. ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.1 თეთრით გამყარდა, ერთი ევროს ღირებულება 2.54 ლარი გახდა. 

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი მაღალი სიჩქარით უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - ყიდულობს.

ეროვნულმა ბანკმა 2016 წელს სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები