საკონსტიტუციო ცვლილებები

ხუთი NGO რელიგიის თავისუფლებაზე დაგეგმილ ცვლილებებზე ვენეციის კომისიას მიმართავს

0 კომენტარი
არასამთავრობო ორგანიზაციები

რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე 5 არასამთავრობო ორგანიზაცია ვენეციის კომისიას თხოვნით მიმართავს, საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის შეფასების დროს, მხედველობაში მიიღონ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 და მე-19 მუხლში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი. NGO-ების მიმართვის თანახმად, ცვლილებების პროექტი რელიგიის თავისუფლების მხარდასაჭერად კონსტიტუციაში არსებულ დეკლარაციულ ჩანაწერებს ზღუდავს.

"სეკულარული სახელმწიფოს პრინციპის ხაზგასმისთვის, მნიშვნელოვანია, კონსტიტუციაში აქამდე არსებული ჩანაწერი შენარჩუნდეს და აქცენტი სწორედ რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების სრული დაცვის მნიშვნელობაზე გაკეთდეს. ადამიანის უფლებების სფეროში საყოველთაო პრინციპებთან და ნორმებთან კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისობის ამოღებაც, ტექნიკურად ამგვარი შესაბამისობის აუცილებლობის მოთხოვნას ვერ გააუქმებს, რადგან ნორმა ტოვებს ზოგადად საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისობის თაობაზე დათქმას, თუმცა, ეს დაზუსტება ხაზგასმაა ადამიანის უფლებების პრიმატზე და არსებითია ის სიტყვების – „მათ შორის“ დამატებით შენარჩუნდეს",-წერია ვენეციის კომისიისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

არასამთავრობოების შეფასებით, ადამიანის უფლებების სფეროს მნიშვნელობის დაკნინება კიდევ უფრო მეტად აღრმავებს კრიტიკას ხელისუფლების მკვეთრად არასეკულარული მიდგომების შესახებ.

"იმ პირობებში როდესაც კონსტიტუციური შეთანხმება და სხვა საკანონმდებლო აქტები დომინანტი ეკლესიისთვის პრივილეგირებულ, უთანასწორო და ასემიტრიულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის და ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთგადაჯჭვულობის ნიშნებს შეიცავს, კონსტიტუციაში, როგორც ძირითად კანონში და პოლიტიკური და სოციალური შეთანხმების დოკუმენტში, რელიგიის თავისუფლებისა და ზოგადად ადამიანის უფლებების სფეროს მნიშვნელობის დაკნინება პრობლემურია და კიდევ უფრო მეტად აღრმავებს კრიტიკას ხელისუფლების მკვეთრად არასეკულარული მიდგომების და მათი ინსტიტუციონაზაციის მცდელობის შესახებ",-ნათქვამია მიმართვაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) და მედიის განვითარების ფონდი (MDF).

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები