თურქეთი

თურქეთი სასკოლო პროგრამიდან დარვინის ევოლუციის თეორიის ამოღებას გეგმავს

0 კომენტარი

თურქეთი საერთო ეროვნული სასწავლო პროგრამიდან დარვინის თეორიის ამოღებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ, თურქული მედია ავრცელებს. 

ცნობილი ბიოლოგიისა და ევოლუციის თეორიის შემქმნელის, ჩარლზ დარვინის "სახეობათა წარმოშობა" და ევოლუცია ბიოლოგიის სახელმძვანელოებში მოხსენიებული იქნება, როგორც "საკამათო თეორია" და მთლიანად 2019 წელს ამოიღებენ.  

განთლების სამინისტროს სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი ალფასლან დურმუშმა 20 ივნისს თქვა, რომ წინადადებას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც იზიარებს. 

"ჩვენ სასწავლო გეგმიდან ამოვიღეთ საკამათო საკითხები იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ განათლება მეცნიერებაში და არ შეუძლიათ ასეთი საკითხების გაგება. ცხრა კლასდამთავრებულ მოსწავლეებს არ აქვთ იმხელა ცოდნა, რომ განიხილონ "სახეობათა წარმოშობა და ევოლუცია" ბიოლოგიაში,"- ამბობს დურმუში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები