თურქმენეთი

თურქმენეთის პრეზიდენტი მღერის

თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მოყვარული მომღერალია. მისმა ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ბერდიმუჰამედოვი შვილიშვილებთან ერთად დაწერილ სიმღერას ასრულებს. სიმღერის სახელია "მახსოვს".

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი "მახსოვს"

ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როდესაც პრეზიდენტი მღერის. ბერდიმუჰამედოვი სხვადასხვა დღესასწაულებსა და მიღებებზე ხშირად ასრულებს მის მიერ დაწერილ სიმღერებს.

მუჰამედოვი სიმღერებს შვილიშვილებთან ერთად წერს.

თურქმენეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და დახურული ქვეყანაა. ბერდიმუჰამედოვი მას 2006 წლიდან ხელმძღვანელობს.

თურქმენეთი ბუნებრივი აირის დამტკიცებული მარაგებით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ქვეყნის მოსახლეობა 5.5 მილიონს შეადგენს. 

კომენტარები