ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზთან მომხდარი აფეთქების შედეგად ქართველი სამხედრო დაშავდა

EPA

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში
მომხდარი აფეთქების შედეგად ქართველი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

დაშავებული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ კომახიძეა. სამინისტროს ინფორმაციით, კომახიძეს მსუბუქი ბაროტრავმა აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისათვის ქართველი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი სადაც მას კვლევები უტარდება. მას ჰოსპიტალიდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ. 

კომენტარები