კრიმინალი

შსს: ბანკში, სავარაუდოდ, დაყაჩაღების მიზნით შესულმა პირმა თავი მოიკლა

Getty Images

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ერთი პირი სავარაუდოდ, დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა და პოლიციის მისვლის შემდეგ თავი მოიკლა.

„საგანგაშო ღილაკის ამოქმედებიდან წუთნახევარში პოლიცია იყო ადგილზე. სამართალდამცველებმა შესთავაზეს ჩაბარება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა გასროლა და გარდაცვლილია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - უთხრეს ტაბულას შსს-ს პრესსამსახურში.

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილი იგივე პირია, ვინც რამდენიმე საათის წინ, ასევე წერეთლის გამზირზე, "თიბისი ბანკის" ფილიალის დაყაჩაღება სცადა. 

კომენტარები