ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ტაბულა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურს მიმართავს

ტაბულა

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, გაგვეგო ენმ-ის პოზიცია მათი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას ბრალდებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, მელიამ TV პირველის ეთერში თქვა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა "დავით კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ძარცვით და ქურდობით იშოვა". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და დეპუტატები ტაბულასთან სატელეფონო საუბარში ან უარს ამბობდნენ, შეეფასებინათ ნიკა მელიას განცხადებები ან ტელეფონს საერთოდ არ პასუხობდნენ. ენმ-ის წევრებმა კომენტარზე უარი უთხრეს მათთან ჩასაწერად მისულ ჟურნალისტსაც. გარდა ამისა, ჩვენ მივმართეთ პარტიის პრესსამსახურს თხოვნით - დავეკავშირებინეთ ენმ-ის წევრებთან, რომლებიც კომენტარს გააკეთებდნენ ნიკა მელიას ბრალდებებზე. ამის მიუხედავად, ტაბულამ ვერ გაიგო პარტიის პოზიცია მათი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოსაზრებებთან დაკავშირებით. 

მივმართავთ ენმ-ის პრესსამსახურს - მარტივად გვიპასუხოს კითხვაზე ("კი" ან "არა"), იზიარებს თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნიკა მელიას პოზიციას, ეთანხმება თუ არა პარტია მათი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრმა " მილიონები ძარცვით და ყაჩაღობით იშოვა".

კომენტარები