რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები

ვინ შეცვლის ვლადიმირ პუტინს - რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 18 მარტს გაიმართება

РИА Новости

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება. რუსეთის საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის არის ამჟამინდელი პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევი, რომელიც პუტინის მემკვიდრედ განიხილება. მედვედევი პრეზიდენტის პოსტს ერთხელ უკვე იკავებდა 2008-2012 წლებში. სწორედ მედვედევი იყო ქვეყნის სათავეში რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენციის დროს. 

ვინ იქნება ვლადიმირ პუტინის მემკვიდრე - რუსული კვლევითი ორგანიზაცია, "პეტერბურგის პოლიტიკა" აქვეყნებს საექსპერტო რეიტინგს, თუ ვინ შეიძლება პუტინმა თავის შემცვლელად დატოვოს. მასში პირველ ადგილს სწორედ მედვედევი იკავებს. მეორე ადგილზე მოსკოვის მერი სერგეი საბიანინია, მესამეზე კი ტულას მხარის რწმუნებული ალექსეი დუმინი

"პეტერბურგის პოლიტიკის" ავტორები ამბობენ, რომ მათ მიერ შედგენილი რეიტინგი შესაძლოა არ ასახავდეს პუტინის კანდიდატების მიმართ ნდობას და მას საფუძვლად "კომპრომისული კონსულტაციები" ედოს. 

ორგანიზაციის მიერ შედგენილ რეიტინგში ნახსენებია ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სახელიც. თუმცა, "პეტერბურგის პოლიტიკა" მის შანსებს, გახდეს რუსეთის პრეზიდენტი, მცირედ აფასებს. ნავალნი წლებია ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რის გამოც მას ხშირად აპატიმრებენ და აჯარიმებენ. 

კომენტარები