ამინდი

როგორი ამინდი იქნება 21-24 ნოემბერს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ნოემბერს დღის ბოლოდან 24 ნოემბრამდე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

სინოპტიკოსები პროგნოზირებენ წვიმას, დასავლეთის მიმართულების ძლიერ ქარს, მთაში თოვლს, მაღალმთიან ზონაში - ქარბუქს, ხოლო ზღვაზე 4 – 6 ბალიან შტორმს.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება და მაღალმთიან ზონაში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს" - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები