საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი 855 000 ლარად 19 სედანს ყიდულობს

საქართველოს პარლამენტმა ავტომანქანების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. საკანონმდებლო ორგანო 19 ცალი სედანის შეძენას 855 000 ლარად აპირებს.

ტენდერის პირობები

1. ექსპლუატაციაში არმყოფი;
2. გამოშვების წელი არანაკლებ - 2017;
3. გარბენი არაუმეტეს 30კმ;
4. კარების რაოდენობა არანაკლებ 4;
5. საწვავის ტიპი ბენზინი;
6. ძრავის მოცულობა არანაკლებ 1.6, არაუმეტეს 2.0;
7. ცხენის ძალა არანაკლებ 120;
8. გადაცემათა კოლოფი ავტომატური, არანაკლებ 6 საფეხურიანი;
9. სიგრძე არანაკლებ 4550, არაუმეტეს 4800;
10. სიგანე არანაკლებ 1700;
11. სიმაღლე არანაკლებ 1450;
12. წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს 8 ლიტრი;
13. ელექტროშუშები ოთხივე;
14. ალუმინის დისკები;
15. სათადარიგო საბურავი ალუმინის დისკით;
16. მინიმუმ ოთხი უსაფრთხოების ბალიში;
17. კონდიციონერი;
18. აუდიო სისტემა;
19. საჭის გამაძლიერებელი;
20. ABS;
21. წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები;
22. საჭის სიმაღლის მარეგულირებელი;
23. სარკეების ელ. რეგულირება;
24. საჭე მარცხნივ;
25. ძარის ფერი - ვერცხლისფერი;
26. სალონის ფერი შავი;
27. უკანა საქარე მინის ელ. გათბობა;
28. NCAP (ევრო ქრაშ ტესტი), ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი), ან JNCAP (იაპონური ქრაშ ტესტი);

ამასთან, მიწოდებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა ახლდეს სასაქონლო ზედნადები და სანომრე ნიშნები. განბაჟების და სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურების უზრუნველყოფა და ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

ტენდერის პირობების თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 120 დღეში. ავტომანქანებზე სრულად უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 3 წელი ან 100 000 კმ., გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, ელექტრომცველები და სხვ.).

ტენდერი მიმდინარე წლის 18 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები