თბილისის მერიის ცნობით, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში კედლების მოხატვა უკვე დასრულდა. მერი კახა კალაძის განცხადების, გადასასვლელი დასუფთავდა, მოწესრიგდა განათება და უახლოეს პერიოდში სათვალთვალო კამერებიც დამონტაჟდება.
"ერთადერთი, რაც დარჩა გასაკეთებელი ჩვენი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ეს არის სათვალთვალო კამერები, რომელსაც აუცილებლად დავაყენებთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ახალგაზრდას, რომელმაც სრულიად უსასყიდლოდ მიიღო ამ აქციაში მონაწილეობა,"- ამბობს კალაძე.
მერისვე განცხადებით, გმირთა მოედნის შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა იგეგმება და ამჯერად ეს არტისტებისთვის ანაზღაურებადი იქნება, რადგან "უფრო მეტად დაინტერესდნენ ახალგაზრდები".
STREET ART ფესტივალში მონაწილეობა 30-მდე მხატვარმა მიიღო.