დონალდ ტრამპი

ტრამპმა პენტაგონს ვაშინგტონში სამხედრო აღლუმის ორგანიზება დაავალა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს ქვეყნის დედაქალაქში სამხედრო აღლუმის ორგანიზება დაავალა.

ამის შესახებ Whashington Post-მა დაწერა და შემდგომ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმაც დაადასტურა. მისი თქმით ტრამპი მხარში უდგას აშშ-ის სამხედროებს, ვინც ყოველ დღე სიცოცხლეს რისკავს ამერიკის უსაფრთხოებისათვის. სანდერსის თქმით ტრამპმა თავდაცვის დეპარტამენტს სთხოვა შეემუშავებინათ ზეიმის გეგმა, რომელიც ყველა ამერიკელს მისცემდა მადლიერების გამოხატვის საშუალებას.

გავრცელებული ცნობით პრეზიდენტზე შთაბეჭდილება საფრანგეთში ბასტილიის დღეს გამართულმა აღლუმმა მოახდინა რომელსაც ოფიციალური ვიზიტის დროს დაესწრო. ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ ეს ყველაზე დიდებული აღლუმი იყო, რაც კი უნახავს და მათ უნდა სცადონ აჯობონ ამას. გასულ სექტემბერს ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში ტრამპმა აღნიშნა, რომ სამხედრო აღლუმის გამართვა 4 ივლისს სურდა.

ვაშინგტონში სამხედრო აღლუმები, როგორც წესი, მხოლოდ სამხედრო გამარჯვების აღსანიშნავად იმართება.

დემოკრატიული პარტიის წევრებმა გეგმა ავტორიტარული რეჟიმების მიერ სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრაციას შეადარეს.

იდეის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ აღლუმისათვის ვაშინგტონში სამხედრო ტექნიკის ჩატანას მილიონობით დოლარი დასჭირდება და ეს ბიუჯეტის გაფლანგვა იქნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები