დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: აშშ-ს კოსმოსური ძალების დანაყოფი უნდა ჰყავდეს

დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით ქვეყანას შეიარაღებული ძალების ახალი დანაყოფი - კოსმოსური ძალები სჭირდება.

"კოსმოსი ომის წარმოების ერთ-ერთი არეა, ისევე როგორ ჰაერი და ზღვა. ჩვენ უნდა გვყავდეს კოსმოსური ძალები. ჩვენ გვყავს საჰაერო ძალები, ჩვენ გვეყოლება კოსმოსური ძალები. ჩვენ გვყავს არმია და ფლოტი." თქვა ტრამპმა სან დიეგოში საზღვაო ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

პრეზიდენტის თქმით მას ეს იდეა ცოტა ხნის წინ გაუჩნდა.

"ერთ დღესაც ვამბობდი - იმიტომ, რომ ჩვენ ამდენ საქმეს ვაკეთებთ კოსმოსში - მე ვთქვი, იქნებ ჩვენ ახალი დანაყოფი გვჭირდება. ჩვენ მას კოსმოსურ ძალებს დავარქმევთ. და ამას ბოლომდე სერიოზულად არ ვამბობდი. და შემდეგ ვთქვი, რა მშვენიერი იდეაა. იქნებ უნდა გავაკეთოთ ეს. ეს შეიძლება რომ მოხდეს. ეს სენსაციური ამბავი იქნება."

კოსმოსური ძალების დანაყოფის შემქნის იდეა შარშან წარმომადგენელთა პალატაში განიხილეს, თუმცა იდეის წინააღმდეგ მაშინ პენტაგონი გამოვიდა.

კომენტარები