დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

დიდი ბრიტანეთი რუსეთის აგრესიის ფაქტების შესახებ ვიდეოს ავრცელებს [VIDEO]

Foreign & Commonwealth Office

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს აგრესიის ფაქტებია ჩამოთვლილი:

  • 2006 წლის ნოემბერი - ალექსანდრე ლიტვინენკო მოწამლეს 
  • 2008 წლის აგვისტო - რუსეთი აშკარად უგულებელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას
  • 2014 წლის მარტი - რუსეთი უკრაინის ტერიტორიის - ყირიმის ანექსიას ახდენს
  • 2015 წლის მაისი - რუსეთი გერმანიის პარლამენტზე  კიბერ-თავდასხმას ახორციელებს
  • 2015-2016 წლები - რუსეთის კიბერ-თავდასხმა დანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზებზე
  • 2016 წლის ოქტომბერი - რუსეთი უხეშად ერევა მონტენეგროს არჩევნებში 
  • 2017 წლის ივნისი - რუსეთი უკრაინის მთავრობისა და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ დესტრუქციულ კიბერ-ჯაშუშურ კამპანიას ახორციელებს
  • 2018 წელი - რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები აგრძელებენ მრავალი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევას

"ყველაფერი ნათელია, კრემლს განზრახული აქვს საერთაშორისოდ აღიარებულ კანონებზე დაფუძნებული სისტემის ჩამოშლა" -  აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

კომენტარები