ევროკომისია

ევროკომისიამ ევროპაში აშშ-ის მიერ ირანზე დაწესებული სანქციების მოქმედება გააუქმა

0 კომენტარი

ევროკომისიამ ევროპის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ ირანზე დაწესებული სანქციების მოქმედება გააუქმა. ეს ნაბიჯი ირანში მოქმედი ევროპული კომპანიების აშშ-ის მიერ ხელახლა დაწესებული სანქციებისაგან დაცვას ემსახურება.

ევროკავშირი მის ტერიტორიაზე დარეგისტრირებულ კომპანიებს აშშ-ის სანქციებისათვის დამორჩილებას უკრძალავს და არ ცნობს აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებას მათ წინააღმდეგ. მსგავსი მექანიზმი 1990 წელს შემოიღეს, როდესაც აშშ კუბასთან ვაჭრობის გამო უცხოური კომპანიებისათვის სანქცების დაწესებას აპირებდა, თუმცა ძალაში არასდროს შესულა.

ევროკომისიის განცხადებით, თუ ევროპარლამენტში არ ჩავარდება, გადაწყვეტილება ძალაში მომდევნო ორი თვის განმავლობაში შევა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის თქმით ირანი ვალდებულებებს ასრულებს და ევროკავშირი ბირთვულ შეთანხმებას დაიცავს.

შეგანხსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის და სანქციების ხელახლა დაწესების შესახებ 8 მაისს გამოაცხადა.

ტრამპის განცხადებით, ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც გადაწყვეტს, დაეხმაროს ირანს თავისი მიზნის შესრულებაში, მკაცრი სანქციები უნდა დაუწესდეს.

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, არსებული ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას აპირებენ.

ირანის პრეზიდენტის თქმით ქვეყანა მზადაა ამ ქვეყნებთან შეთანხმების შენარჩუნებაზე იმუშაოს, თუმცა თუ შეთანხმების გადარჩენა ვერ მოხდება ურანის გამდიდრების პროგრამას განაახლებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები