იტალია

პრეზიდენტთან უთანხმოების გამო იტალიის ახალმა პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა

0 კომენტარი
ჯუზეპე კონტე ფოტო: Getty Images

იტალიის პრემიერმინისტრის პოსტზე არჩევნებში გამარჯვებული პარტიების, "ჩრდილოეთის ლიგის" და "5 ვარსკვლავის მოძრაობის" მიერ წამოყენებული ჯუზეპე კონტე, რომლის კანდიდატურას იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ მხარი დაუჭირა, თანამდებობას ტოვებს. გადაწყვეტილების მიზეზი მატარელას მიერ ქვეყნის ფინანსთა მინისტრის პოსტზე კონტეს წამოყენებული კანდიდატის დაწუნება გახდა.

შედეგად, სამთავრობო კოალიციის შექმნის მოლაპარაკება ჩაიშალა, რის გამოც "ჩრდილოეთის ლიგა" და "5 ვარსკვლავის მოძრაობა" მატარელას იმპიჩმენტს მოითხოვენ.

მინისტრთა კაბინეტის შედგენისას ჯუზეპე კონტემ ფინანსთა მინისტრის პოსტზე პაოლო სავონას კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა პრეზიდენტმა მის ამ გადაწყვეტილებას ვეტო დაადო. 81 წლის სავონა ვაჭრობის და ინდუსტრიის ყოფილი მინისტრია, რომელიც იტალიის ევროზონაში შესვლას "ისტორიულ შეცდომას" უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იტალიაში სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ პრეზიდენტი პრემიერმინისტრის პოსტზე მოვალეობის დროებით შემსრულებელს დანიშნავს და სავარაუდოდ, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია კახეთში მომხდარი დაპირისპირების გამო გახარიას პარლამენტში იბარებს

კომენტარები