ტაილანდი

ტაილანდში გამოქვაბულში დაკარგულ 12 ფეხბურთელს მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ

EPA

ტაილანდში გამოქვაბულების კომპლექსში დაკარგულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეძებენ. 12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა 25 წლის მწვრთნელთან ერთად ტაილანდისა და მიანმარის საზღვართან მდებარე მღივმეების კომპლექსში სამი დღის წინ შევიდა.

სამძებრო სამუშაოები სამი დღის მანძილზე მიმდინარეობს, თუმცა მღვიმეებში წყლის დონის აწევის გამო გართულდა.

ტამ ლუან ნანგ ნონის გამოქვაბული ტურისტული სანახაობაა. მღვიმეების კომპლექსი მიწის ქვეშ რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. მათ ნაწილი მთლიანად წყლითაა დაფარული, ხოლო ნაწილი წვიმიან სეზონზე, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში იტბორება.

კომენტარები