კრიმინალი

ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს

"ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთი წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან გაწერეს.

ამის შესახებ ტაბულას კლინიკის პრესსამსხახურში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბულურია.

საავადმყოფოდან გაწერამდე მომღერალს გამომძიებლები რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.

"ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე, იგივე "პიკასო" თბილისში, წერეთლის გამზირზე 25 ივნისს დაჭრეს. 26 ივნისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ დააკავეს ორი პირი. მათგან ერთს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინელობას.

29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

საქმეზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 19-108-ე და 376-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები